თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

ექსკლუზივი: დაპირისპირება თბილისის 116-ე სკოლაში - მერვე კლასის მოსწავლე, მეათეკლასელმა დაჭრა

მომხდართან დაკავშირებით მეორე ვერსიაც ვრცელდება, რომლის მიხედვითაც მოსწავლე საწერი კალმით ფეხის არეში მსუბუქადაა დაჭრილი.

დაპირისპირება თბილისის 116-ე სკოლაში - მერვე კლასის მოსწავლე, მეათე კლასელმა დაჭრა.

ფაქტი "ნიუპოსტს" კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, რომელიც ამბობს, რომ სკოლის დირექცია აღნიშნულის მიჩუმათებას ცდილობს მისივე მტკიცებით მოსწავლეს ჭრილობა მუცლის არეში დანით აქვს მიყენებული, წყაროს ინფორმაციით, შემთხვევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით მეორე ვერსიაც ვრცელდება, რომლის მიხედვითაც მოსწავლე საწერი კალმით ფეხის არეში მსუბუქადაა დაჭრილი.

ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა