თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

ე.წ. გერმანული მოდელი - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემუშავებულ მოდელს ოპოზიცია პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემუშავებულ ე.წ. გერმანულ მოდელს ოპოზიცია პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს.
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში დარეგისტრირების შემდეგ, კანონპროექტი ჯერ ბიუროს წარედგინება, მოგვიანებით კი მის განხილვას კომიტეტები დაიწყებს.

ოპოზიციის ინიციატივის კანონპროექტად ჩამოყალიბების შემდეგ, კი სახალხო დამცველი ეუთო/ოდირისგან პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გამოითხოვს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე ყველა ბერკეტის გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობს.

"გაიგზავნება ოდირში დასკვნა, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების რეალური სახე,"- თქვა დეკანოიძემ.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა