თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

ინცინდენტი 116-ე საჯარო სკოლაში- რას ამბობენ მანდატურის სამსახურში

ცნობისთვის, სკოლაში მომხდარი ფაქტო ექსკლუზიურად "ნიუპოსტნა" გაავრცელა.

თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, შესვენების დროს უფროსკლასელებმა მე-8 კლასის მოსწავლეს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.

„მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, მანდატური ახორციელებდა სკოლის ტერიტორიის დისტანციურ მეთვალყურეობას, რა დროსაც მან ვიდეოკამერიდან შენიშნა, რომ შესვენების დროს, დერეფანში, უფროსკლასელი ბიჭების ხუმრობამ და თამაშმა უხეში ფორმა მიიღო. მანდატურმა ინფორმაცია მყისიერად გადასცა კოლეგას, რომელიც დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე. სიტუაციის განმუხტვის და ვითარებაში გარკვევისთანავე, მანდატურმა აღმოაჩინა, რომ მე-8 კლასის მოსწავლე ბიჭს მიყენებული ჰქონდა მცირე ფიზიკური დაზიანება. მას ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა, მანდატურის მითითებით, სკოლის ექიმმა მაინც გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თავად მანდატურმა კი ფაქტი აცნობა პოლიციას. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურისა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ გატარდა უსაფრთხოების წესით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება. ამჟამად, ფაქტს პოლიცია სწავლობს. მე-8 კლასელი მოსწავლე ბიჭის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სკოლაში მომხდარი ფაქტო ექსკლუზიურად "ნიუპოსტნა" გაავრცელა.

წყარო გვიყვებოდა, რომ სასკოლო პროცესისას მერვე კლასის მოსწავლე, მეათე კლასელმა დაჭრა.

ფაქტი "ნიუპოსტს" კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, რომელიც ამბობს, რომ სკოლის დირექცია აღნიშნულის მიჩუმათებას ცდილობს მისივე მტკიცებით მოსწავლეს ჭრილობა მუცლის არეში დანით აქვს მიყენებული.

მომხდართან დაკავშირებით მეორე ვერსიაც ვრცელდება, რომლის მიხედვითაც მოსწავლე საწერი კალმით ფეხის არეში მსუბუქადაა დაჭრილი. ითქვა, რომ გამოყენებული იყო ე.წ. სპიციც.

როგორც ირკვევა, დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მოსწავ;ეები პირად საუბრებში აღნშნავენ, რომ 3 დეკემბერს მომხდარ ფაქტს წინ ჩხუბი და დაპირიპირება უძღოდა.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა