თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

ნიკა რურუას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის და კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.

რურუა დაღუპული საკუთარ სახლში ნახეს. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

ნიკა რურუა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ გახდა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან. პარლამენტის წევრობისას იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე.

იყო ავტორი იდეისა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსების თაობაზე, რისი რეალიზაციაც თანამოაზრეებთან ერთად შეძლო კიდეც 2006 წელს. ამავე წელს თანამოაზრეებთან ერთად უხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სამშობლოში გადმოსვენების და მთაწმინდის პანთეონში მისი დაკრძალვის პროცესს.

2009 წლის 9 დეკემბერს ნიკოლოზ რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. ნიკოლოზ რურუა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად იყო ინიციატორი ქალაქ გორში იოსებ სტალინის ძეგლის აღების.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა