თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

ტრაგედია ჯანდარის ტბაზე - 21 და 26 წლის მეთევზეების ცხედრები იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ​ჯანდარის ტბაზე დაკარგული 21 და 26 წლის მეთევზეების ცხედრები იპოვეს.

"​ჯანდარის ტბაზე დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები სამი დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, ვერტმფრენი, სითბური დრონი და ცოცხალი ძალა, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებდა. პარალელურ რეჟიმში ხორციელდებოდა ტბის სანაპირო ზოლის მონიტორინგი.

საძიებო ოპერაცია მიმდინარეობდა როგორც საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანის ტერიტორიებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ორ დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შემოვიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა