თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

წინასწარ იციან ვინ რა დროს დატოვებს პროექტს "ცეკვავენ ვარსკვლავებში"

ეპატაჟურობით ცნობილმა მომღერალმა, პაატა თედიაშვილმა, თავის პირდაპირობას არც პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავებში" უღალატა, როცა მეორე ტურში ის კოსტიუმების გამო ჟიურის შეეკამათა.

რა რეალობა დაინახა პაატამ ამ კონკურსში და ზოგადად როგორ აფასებს პროექტში თავის მონაწილეობას, ამის შესახებ პაატა თედიაშვილი "სარკესთან" საუბრობს.

- ამ პროექტით ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო რეპეტიციებთან ერთად და შდა სამზარეულოს ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას, თუმცა ყველაფერი თავისით გამოდის დღის სინათელზე. ეს შოუა და მესვეურებმა უკვე იციან ვინ რა დროს დატოვებს პროექტს, ეს რომ მცოდნოდა კარგი იქნებოდა.

- ობიექტურობის ხარისხი როგორია?

- ვიღაც იგებს, ვიღაც აგებს, ეს კონკურსის წესია და ვიცით ყველამ, ასეთ დროს ჟიური ვერ არის ხოლმე მიუკერძოებელი. როგორც მაყურებელს, ისე ჟიურსაც ჰყავს ფავორიტები და ამის გარშემო მუშაობენ. საქართველოში არც ერთი პროექტი არ არის მიუკერძოებელი.

- ჟიურის მიმართ გაკეთებულმა თქვენმა კომენტარმა ხომ არ იქონია გავლენა, რომ პროექტი დატოვეთ?

- არ მინდა ვიფიქრო იმაზე, რომ ჟიურის მიმართ ჩემი კომენტარები გახდა პროექტის დატოვების საფუძველი, თუმცა შეიძლება ასეც იყოს. ჟიურიმ რაც იკადრა, იმის პასუხი მიიღო ჩემგან, თუმცა მათ მიმართ ცუდი განწყობა არ მაქვს. ჟიური მხოლოდ მანეკენია პროექტში, რასაც კარნახობენ იმას ამობს. ჩვენ არ ვდგამთ ნახაზებს, არ ვირჩევდით კოსტიუმებს, ყველაფერს თვითონ გვკარნახობდნენ. და კიდევ ჩემი სმს-ების რაოდენობას ვერსად ვხედავდი, ყველაფერი ბრმა და გასაიდუმლოებული იყო. სამი ტურის შემდეგ დღემდე არ ვიცი.

- კონკურსს გამოეთიშეთ და ახლა როგორ აფასებთ მასში თქვენს მონაწილეობას, რა მოგცათ ამ პროექტმა?

- როგორც ქორეოგრაფს ყოფილ მოცეკვავეს სულ სხვა შესაძლებლობები გამიხსნა. ბევრი რამ ვისწავლე, მომეცა საშუალება გამოცდილ მოცეკვავეებთან ერთად მეცეკვა პარკეტზე. ბედნიერებაა როცა ამდენი ადამიანი მუშაობს შენ გარშემო - რეჟისორი, ქორეოგრაფები, დიზაინერი, მკერავები, ვიზაჟისტები, ხმის თუ განათების ოპერატორები. ამხელა ფუფუნებაზე ვერც კი ვიოცნებებდი.

წყარო: სარკე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა