თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაფხულიდან უფასო გახდება

ლუქსემბურგი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობა უფასო იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ უკვე მიიღო და სიახლე ძალაში ზაფხულიდან შევა.

იდეიის ავტორების მიზანია, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ადგილობრივების პირად ავტომობილის შემცირება.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება 2 ევრო ღირს. ბილეთი 2 საათის განმავლობაში მოქმედებს და თუკი ქვეყნის საზღვრებს გავითვალისწინებთ ყველა მარშრუტს კარგად წვდება.

ლუქსემბურგს სამსახურის გამო ყოველდღიურად 400 ათასი ადამიანი აკითხავს მეზობელი გერმანიიდან, ბელგიიდან და საფრანგეთიდან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა