თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

სოხუმში ე.წ. კანონიერი ქურდების დაცხრილვის უდანაშაულო მსხვერპლი: 21 წლის დომენიკა აქირთავა გონსმოუსვლელად გარდაიცვალა

21 წლის დომენიკა აქირთავა, რომელიც სოხუმში, რესტორან "სან რემოში" მიმტანად მუშაობდა და სწორედ იმ მაგიდას ემსახურებოდა, სადაც მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს ცეცხლი გაუხსნეს, სოხუმის საავადმყოფოში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.
გოგონა ღრმა კომაში იმყოფებოდა. მას ინციდენტის დროს შემთხვევითი ტყვია თავში მოხვდა. როგორც სოხუმში მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ოთხმა ნიღბიანმა, ავტომატით შეიარაღებულმა პირმა სროლა სწორედ მაშინ დაიწყო, როცა მაგიდას მიმტანი მიუახლოვდა.
შეგახსენებთ, "სან რემოსთან" გუდაუთელი ე.წ. კანონიერი ქურდები ასტამურ შამბა და ალხაზ ავიძბა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის უკან შაქრო კალაშოვის კლანი დგას. დაცხრილვის ამსახველი ვიდეომასალა მოგვიანებით გავრცელდა, რომელიც რესტორნის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.
ასევე მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც დედა სწორედ ამ რესტორნის გასწვრივ ასეირნებდა და შემთხვევით ტყვიას გადაურჩა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა