თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

გუდაუთელი ე.წ კანონიერი ქურდების მკვლელობის უკან შაქრო კალაშოვის კლანი დგას

ნოემბრის ბოლოს, სოხუმის ცენტრში მდებარე რესტორან სან რემოში, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ორი მამაკაცი და ოფიციანტი. დაღუპულები აღმოჩნდენ კანონიერი ქურდები, ასტამბურ შამბა და ალხას ავიძბა, რომლებსაც კრიმინალურ სამყაროში იცნობდნენ, როგორც „ასტიკი“ და „ხასიკი“.

დაღუპულების მაღალ სტატუსზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ პირად კონტროლზე აიყვანა აღნიშნული საკითხის გამოძიება, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა ავრცელებს...

2018 წელს ასტამბურ შამბამ და ალხას ავიძბამ, რომლებიც სხვა გავლენიანი კანონიერი ქურდების მხრიდან სარგებლობდნენ მხარდაჭერით, აფხაზეთში დაიწყეს თავიანთი გავლენის გავრცელება- ზემოხსენებულმა ქურდებმა რეგიონის ე.წ „ობშიაკზე“ დაამყარეს კონტროლი, რაშიც მათ ხელი შეუწყო რუსეთში მცხოვრებმა ცნობილმა ქურდმა , „კახა გალსკიმ“ , რომელსაც შაქრო კალაშოვმა კრიმინალური ავტორიტეტების ერთობლივი ბიუჯეტი გადასცა დაკავებამდე ადრე.

კახა "გალსკის", (ნამდვილი სახელი - კახაბერ ფარფალია, რომელსაც აფხაზური ფესვები აქვს, რუსეთში ფულის მაფიოზურ ნაკადების უმეტესობას სწორედ ის აკონტროლებს) უკვე დიდი ხანია, რაც რუსეთის უშიშროებისა და უსფართხოების სამსახურებისს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. გაცხადებული ინფორმაციების თანახმად, იგი უკვე გაქცევას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა რუსეთიდან აფხაზეთში, სადაც თავისი მხარდამჭერი კრიმინალური ავტორიტეტების დაწინაურებასა და მათი პოზიციების გაძლიერებას ცდილობდა. ამრიგად, მისი ზედმეტი ამბიციების გამო მოხდა ის, რის გამოც ასტიკი და ჰასიკი ჩაცხრილეს, რომელთაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი მტერი ჰყავდათ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა