თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილმა ახალი დირექტორის წინააღმდეგ აქცია გამართა

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილმა აქცია გამართა. ისინი ტელევიზიის შენობასთან მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, დირექტორთან კომუნიკაციის პრობლემაა და არსებობს საფრთხეები, რომელიც სარედაქციო პოლიტიკას ეხება.

„პირველი რაც გიორგი კოხრეიძემ გააკეთა, სწორედ სარედაქციო პოლიტიკას ეხება. კერძოდ, მან თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, ვინც კონტრაქტით არხზე საინფორმაციო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ხელშეკრულების პირობების შეცვლა და სარედაქციო საქმიანობისგან ჩამოშორება მოსთხოვა. ახალმა დირექტორმა მთელი რედაქცია პოლიტიკური დღის წესრიგით საქმიანობაში, მიკერძოებასა და „სპექტაკლების დადგმაში“ დაადანაშაულა. გვითხრა, რომ არ ენდობა ჩვენი საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნებს. მათ შორის არც ეუთოს და არც ბოლოდროინდელ რეიტინგებს. აქედან გამომდინარე, ბატონ დირექტორს ვთხოვთ, შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია. ასევე ვთხოვთ, იმ პირებს, ვინც მხარი დაუჭირა გიორგი კოხრეიძეს და მათ, ვინც მისი არჩევის შესაძლებლობა მისცა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ მრჩევლებს, გაიზიარონ პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებზე“,- ნათქვამია თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს სახალხო დამცველი გამოეხმაურა. ნინო ლომჯარია აპირებს შეხვდეს როგორც ჟურნალისტებს, ასევე ახალარჩეულ
დირექტორს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები რაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს. ეს არ არის კერძო ტელევიზია და იქ მიმდინარე პროცესები გავლენას ახდენს საქართველოში ზოგადად მედია თავისუფლების შეფასებაზე. ჟურნალისტები ძალიან საგანგაშო ინფორმაციებს ავრცელებენ. ჩემი აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ პირადად შევხვდე აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებს და მათგან მოვისმინო, რა ტიპის ზეწოლაზე არის საუბარი. ვაპირებ, რომ ახლად არჩეულ დირექტორს შევხვდე და ჩემი რეკომენდაციები და მოსაზრებები გავაცნო. ასევე ვიმსჯელოთ ჟურნალისტების განცხადებებზე",- განაცხადა ნინო ლომჯარიამ

შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე ბორდის ახალმა შემადგენლობამ 22 ნოემბერს აირჩია.

25 ნოემბერს კი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელი მედიამენეჯერმა მარინა ვაშაყმაძემ და ტელევიზიის კონსულტანტმა ზვიად ქორიძემ დატოვეს.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა