თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

"კონტრაქციები, ძალადობრივი დაპირისპირებები ქვეყანას უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს" - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონტრაქციები, ასევე, სამართალდამცველების ჩართულობით აქციების დაშლა, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არ არის.

"კონტრაქციები და თუნდაც სამართალდამცველების ჩართულობით აქციების დაშლა, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არ არის. ასეთი დამოკიდებულება და მითუმეტეს ამ ბოლო დროს კონტრაქციები, ძალადობრივი დაპირისპირებები კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს ქვეყანას. ვფიქრობ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის პოლიტიკური კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის. ამ ეტაპზე კონსენსუსი მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებლად უნდა ვიფიქროათ, როგორ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ალტერნატიულ საარჩევნო მოდელებზე, რაც საარჩევნო პროცესს უფრო სამართლიანს გახდის. ჩვენ ვხედავთ არა მარტო ამ აქციებზე, არამედ მთელი წლის განმავლობაში რიგ შემთხვევებში პოლიციის ქმედება არ იყო ეფექტური კონტრდემონსტრანტების მიმართ, რომლებიც იყვნენ აგრესიულები და ემუქრებოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა საკითხებზე მართავდნენ აქციებს. სახალხო დამცველი ყველა დაშავებულთან საუბრობს, თუ დავინახავთ შესწავლის შედეგად, რომ იყო პოლიციელთა მხრიდან უმოქმედობა და არასათანადო რეაგირება, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირების ზომებს გამოვიყენებთ" - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა