თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

მიქსერმა ქალი მისივე შარფით „მოგუდა“

ეს სამწუხრო ინციდენტი ორიოდე დღის წინს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენში (Saint-Étienne) მოხდა. 58 წლის ქალი, თავის ვაჟთან ერთად, სამზარეულოში იმყოფებოიდა და ნამცხვრია გამოცხობას აპირებდა... ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.

სამზარეულოში მყოფ ქალს კისერზე გრძელი კაშნე ჰქონდა შემოხვეული. ქალმა მიქსერი ჩართო თუ არა, კაშნე მიქსერმა ჩაითრია. იქვე ქალის 15 წლის ვაჟი იმყოფებოდა. მოზარდი პანიკამ მოიცვა და ისღა მოახერხა, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურში დარეკა.
დისპეტჩერმა ბიჭი დაარიგა, რომ მიქსერი გამოერთო და შარფი გაეჭრა, თუმცა ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.



წყარო: funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა