თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენი საყვარელი მამაკაცი შესანიშნავი ქმარი და პარტნიორი იქნება

შეყვარებული ხართ და არ იცით დროა, თუ არა ურთიერთობის ახალი ეტაპი დატყოთ?გთავაზობთ 10 ნიშანს იმისას, რომ თქვენი საყვარელი მამაკაცი შესანიშნავი ქმარი და პარტნიორი იქნება და სჯობს, ურთიერთობას უფრო სერიოზული თვალით შეხედოთ:

1. არ ეჭვიანობს - ის არ ეჭვიანობს თქვენს გარშემომყოფ მამაკაცებზე და განსაკუთრებით მეგობარ მამაკაცებზე, ან კოლეგებზე. ასევე, ის არ უქმნის საფრთხეს თქვენს კარიერას და ხელს არ გიშლით წარმატების მიღწევაში. არ ადარებს საკუთარ თავს სხვა მამაკაცებს და თავდაჯერებულია. პატივს სცემს თქვენ დროს და აცნობიერებს, რომ გჭირდებათ პირადი სივრცე და დრო, რომელსაც მხოლოდ საკუთარ თავს მოახმართ.


2. ყოველთვის იხდის თავის გადასახადებს და არ აქვს ვალები - გრძნობს ფინანსურ პასუხისმგებლობებს და შეუძლია ბიუჯეტის მართვა. თუ ცდილობს, რომ თქვენი ფინანსები გააკონტროლოს, ეს ცუდი ნიშანია. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა წარმატებული ვერ იქნება.


3. მან იცის თქვენი უარყოფითი მხარეების შესახებ, მაგრამ ეს მისთვის არაფერია, უყვარხართ ისეთი, როგორიც ხართ - მან იცის თქვენ შესახებ ყველა დეტალი. ის თქვენგან სრულყოფილებას არ ელოდება. არ ცდილობს შეგცვალოთ, უბრალოდ გეხმარებათ განვითარებაში.


4. იცის, როგორ გაგხადოს ბედნიერი - ნამდვილმა მამაკაცმა იცის, როგორ გააბედნიეროს საყვარელი ქალი. იცის იმ წვრილმანების შესახებ, რომლებიც თქვენ ბედნიერებას განიჭებენ.


5. გიყვებათ ცხოვრებისეული არჩევანისა, თუ მიზნების შესახებ, ასე იმიტომ იქცევა, რომ მომავალ ცხოვრებას თქვენ გიკავშირებთ - ეს კი, მკაფიო ნიშანია იმისა, რომ დროა, ცხოვრება ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ. საყვარელი მამაკაცი უდა გიყვებოდეთ საკუთარი სამომავლო გეგმების, ასევე მნიშვნელოვანი, თუ უმნიშვნელო გადაწყვეტილებების შესახებ.


6. ის გეხმარებათ ოცნებების ახდენაში - სჯერა, რომ დიდი პოტენციალი გაქვთ. სჯერა თქვენი შესაძლებლობების და გაძლევთ მოტივაციას, რომ მიაღწიოთ წარმატებას.


7. გეუბნებათ ყოველთვის სიმართლეს - საყვარელი ადამიანი არ გატყუებთ, ყოველთვის გეუბნებათ სიმართლეს, რადგანაც თვლის, რომ ამას იმსახურებთ. თუ თქვენ მიმართ გულახდილი და პატიოსანი არ არის, ურთიერთობა წარუმატებელი იქნება.


8. გაქვთ განცდა, რომ ის ყოველთვის ზრუნავს თქვენზე - თუ გაქვთ განცდა, რომ ის თქვენი დასაყრდენია, მზად არის ყოველთვის მხარი დაგიჭიროთ, გვერდით დაგიდგეთ და თქვენზე იზრუნოს, დროა, ურთიერთობა განავითაროთ. დარმწუნებული იყავით, რომ ის შესანიშნავი მეუღლე იქნება.


9. ხშირად საუბრობს თქვენთან ერთად თანაცხოვრებაზე - დაქორწინებამდე საჭიროა წყვილმა მყარი საფუძველი შეუქმნას ქორწინებას. თუ საყვარელი მამაკაცი გესაუბრებათ საერთო მომავალზე, შვილებზე და ა.შ. სჯობს, უფრო სერიოზული სახე მისცეთ ურთიერთიბას.


10. იცის საკუთარი საზღვრები - მან იცის, როგორ იმოქმედოს თქვენ გვერდით, იცის საკუთარი საზღვრები. აცნობიერებს, რომ თქვენ დამოუკიდებელი ინდივიდი ხართ და არ ცდილობს წაგართვათ ინდივიდუალიზმი. აცნობიერებს, რომ ნებისმიერ ადამიანს და მათ შორის თქვენც, გჭრდებათ საკუთარი სივრცე და არასოდეს იჭრება ამ სივრცეში.

წყარო:trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა