თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

აშშ-ში ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციამ ხოაკინ ფენიქსი წლის ადამიანად დაასახელა

ცხოველთა უფლებების დაცვის ამერიკულმა ორგანიზაცია PETA-მ წლის ადამიანი გამოავლინა, წერს hollywoodreporter.

ეს ტიტული მსახიობ ხოაკინ ფენიქსს ცხოველებთან ეთიკური მოპყრობისთვის მიენიჭა, რომელიც ტოდ ფილიპსის გახმაურებულ ფილმ „ჯოკერში“ შესრულებული როლისთვის „ოსკარის“ მთავარ პრეტენდენტად განიხილება.

გამოცემის ცნობით, წლის პერსონად მსახიობი ასევე ვეგეტარიანელობის გამოც დაასახელეს. 3 წლის ასაკში მან ხორცის მიღებაზე უარი თქვა და დღემდე ჰოლივუდის ერთ-ერთი აქტივისტი ვეგეტარიანელი და ცხოველთა უფლებების დამცველია.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა