თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

"ხომ არ ისურვებდით ისლამური სახელმწიფოს რამდენიმე ყოფილ მებრძოლს? ჩვენ შეგვიძლიათ წაიყვანოთ რამდენსაც მოისურვებთ" - ტრამპი მიმართავს მაკრონს

დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა ნატოს სამიტის დროს იკამათეს. ტრამპმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის კომენტარი ნატოსთან დაკავშირებით იყო გულისამრევი, რაზეც მაკრონმა განაცხადა, რომ იმავე აზრზეა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ერთობლივი პრესკონფერენციის დროს და ISIS-ზე საუბრისას დრონალდ ტრამპი გაეხუმრა ფრანგ კოლეგას და ჰკითხა, ხომ არ ისურვებდა „ისლამური სახელმწიფოს რამდენიმე მებრძოლი წაეყვანა საფრანგეთში“.

ბევრი მებრძოლი საფრანგეთიდანაა, ბევრი გერმანიიდან, ბევრიც გაერთიანებული სამეფოდან. ძირითადად ისინი ევროპიდან არიან. ამ თემაზე თქვენთან არ მისაუბრია. ხომ არ ინებებდით „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე მშვენიერ მებრძოლს? შეგიძლიათ წაიყვანოთ ნებისმიერი, რომელსაც აარჩევთ“, - განაცხადა ტრამპმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა