თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

„თავისუფალი ზონის“ წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტოს კარს მავთულხლართი შემოახვიეს

„თავისუფალი ზონის“ წევრებმა ხელისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს და საგარეო საქმეთა სამინისტოს შესასვლელ კარს მავთულხლართი შემოახვიეს. უწყებასთან მოძრაობის მიერ მიტანილ მავთულხლართზე, სხვა ფოტოებთან ერთად საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ფოტოც იყო დატანილი.

„თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია ის პოლიტიკა, რასაც ქართული მხარე რუსეთის მხრიდან ოკუპაციის მიმართ აწარმოებს.

აქტივისტებმა ასევე საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის შესაძლო გახსნა გააპროტესტეს.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

14 ნოემბრის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები და საჯარო უწყებების "დაბოქლომება" დაიწყეს ოპოზიციამ და საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებმა. თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში რეგიონებში აქციები ოპოზიციის, კერძოდ კი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგაც იმართება. კონტრაქციის მონაწილეები "ნაცმოძრაობას" აპროტესტებენ და სკანდირებენ "არა მიშა"-ს.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 30 ნოემბერს გაიმართა. მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა