თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

" საქართველოში ახლა იმაზე მეტი ნატოა ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა" - იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს გაფართოებაზე ისაუბრა ისაუბრა, სადაც აღნიშნა რომ 2008 წელს იქნა მიღბული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი.

„ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ, დავეხმაროთ საქართველოსა და უკრაინას ევრო-ატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების გზაზე- ვახორციელებთ ზემოხსენებულ ქვეყნებთან ერთად რეფორმებს, მოდერნიზაციასა და ვახდენთ უსაფრთხოების ინსტიტუციების სრულყოფას. საქართველოში დღეს უფრო მეტი ნატოა, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა“ ,- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გააჩნია საქართველოს დედაქალათან ახლოს ნატოს სამწვრთნელი ცენტრი, სადაც ფართომასშტაბიანი სწავლებები ჩატარდა არაერთხელ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა