თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანია რუსეთის დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს

გერმანიის ხელისუფლება რუსეთის საელჩოს ორ თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ეროვნებით ჩეჩენი სამხედროს მკვლელობის საქმეში მონაწილეობის გამო.

ამის შესახებ რუსული გამოცემა LENTA.RU წერს გერმანიის საგარეო-საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

გამოძევებული დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოცხადებიან გერმანიაში. ცნობილია, რომ აღნიშნულ საქმეს გერმანიის გენერალურმა პროკურორი იხილავს. სამართალდამცავი ორგანოები თვლიან, რომ მათ აქვთ საკმარისი ფაქტობრივი მტკიცებულებები ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის ან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების მონაწილეობის შესახებ.

გერმანიაში რუსეთის ელჩი, სერგეი ნეჩაევიც იქნა დაბარებული მომხდარის გამო. გავრცელდა ინფორმაცია აგრეთვე იმის შესახებ, რომ გერმანიამ შესაძლოა ახალი სანქციები შემოიღოს რუსეთის წინააღმდეგ ხანგოშვილის საქმის გამო.

საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავში სროლის შედეგად გარდაიცვალა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა