თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

ე.წ გერმანული მოდელი პარლამენტში უკვე ინიცირებულია - გაერთიანებულმა ოპოზიციამ კანონპროექტი დაარეგისტრირა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები დაარეგისტრირა.

შეთავაზება ახლა პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტს გადაეგზავნება, რომელიც დოკუმენტური შესწავლის შემდეგ, პროექტს ბიუროზე გაიტანს.
"ამომრჩეველი თავის პირველ ხმას აძლევს მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ ერთ კანდიდატს, ხოლო მეორე ხმას ერთ პარტიას/საარჩევნო ბლოკს. ერთი მრავალმანდატიანი ოლქიდან აირჩევა პარლამენტის იმდენი წევრი, რამდენმანდატიანიც არის ეს ოლქი, და არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებენ" - აღნიშნულია კანონპროექტში.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გამართულ არჩევნებში შენარჩუნებულია ე.წ. „დამოუკიდებელი“ კანდიდატების მონაწილეობის შესაძლებლობაც.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა