თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია თელასის ცნობით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 5 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

საბურთალოს რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, გივი კარტოზიას, ელგუჯა ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ივანე ბერიტაშვილის, ნიკოლოზ დგებუაძის, მზია ერისთავის, ივანე გვარამაძის და ლეო კვაჭაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ალექსანდრე წერეთლის, ელვერ კუპატაძის, ტაძრის, დავით სარაჯიშვილის, შუშის, მონასტრის, გელა ჭედიას, წყალსადენის, ლაზოს, ზარზმის და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, გრიგოლ მუხაძის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის, რაზმაძის, კავსაძის, მოსაშვილის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოსიპ მანდელშტამის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინწკირველის, ღუდუშაურის, კახიანის, კელაპტრიშვილის, მესხის, ნოსტეს, უიარაღოს, ხუდადოვის, ქებურიას, ურიდიას, წრომის, ცოტე დადიანსი და ბიჩინაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა