თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

„თბილისის მიკროავტობუსის“ დირექტორი: გამოსავალი ტარიფის გაზრდაა

„თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე აცხადებს, რომ ტარიფის 20-30 თეთრით მატების გარეშე მიკროავტობუსების პარკის განახლება შეუძლებელია. ეს განცხადება, მან დღეს გამართულ სპეცილურ ბრიფინგზე გააკეთა, რომლითაც მიკროავტუბესების პარკის განახლების შესახებ თბილისის მერიის განცხადებას გამოეხმაურა.

„ფინანსური პრობლემების გამო 2018 წელს დაგეგმილი ამორტიზებული მიკროავტობუსების ჩანაცვლება ვერ შევძელით, შედეგად კი, ხარისხი გაუარესდა. პრაქტიკულად, დღეს ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ მძღოლების დიდი რაოდენობა მანქანებს ტოვებს და სხვაგან მიდის სამუშაოდ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 500-მდე მძღოლმა დატოვა კომპანია. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ტარიფია, სხვა შემოსავალი არ გვაქვს, თუ ბიზნესს შემოსავალი არ გაეზარდა, ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. შესაძლებელია გამოვიყვანოთ მაღალი ავტორიტეტის მქონე უცხოური კომპანია, რომელიც ამის დასკვნას დადებს. მერწმუნეთ, რა ტარიფიც დადგინდება, იმაზე იაფად მოვემსახურებით მგზავრებს. სამწუხაროდ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. რეალობა შეიძლება ის დადგეს რომ ერთ დღეს თბილისი მიკროავტობუსის გარეშე დარჩეს. გამოსავალი არის რომ ტარიფი გაიზარდოს 20-30 თეთრით“, - განაცხადა ასანიძემ.

თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ მერია მიკროავტობუსების ტარიფის ზრდას არ დათანხმდება. მანამდე ხმალაძემ განაცხადა, რომ მერია მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმას 1 კვირაში წარადგენს.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა