თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

მეუფე ნიკოლოზი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს

მე დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი შეიწყალებს. ღმერთი დეტალებშია და ეშმაკიც დეტალებშია, სწორად ვილაპარაკოთ და ყველაფერი კარგად იქნება. დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი“- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეწყალება ძალიან რთული პროცესია მაშინაც კი, როდესაც მარტივ საკითხებს ეხება და აღნიშნა, რომ ის პრეზიდენტის პრეროგატივაში ვერ ჩაერევა.

ამასთან ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ეკლესიას არ აქვს დაინტერესება, დეკანოზი მამალაძე იჯდეს ციხეში.

„მე არ ვიცი, როგორც ითქვა ეს პრეზიდენტისგან არა, არ მგონია ეს მამალაძის მიმართ იყოს ეს არა ნათქვამი. ეს იყოს საჩქაროდ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ნათქვამი არა. მე არ ვიცი რანაირად ხდება, შეწყალება საკმაოდ რთული თემაა, მე ერთი შემიძლია გითხრათ, არავითარი მოტივაცია ეკლესიაში არ გაგვაჩნია, რომ დეკანოზი მამალაძე იჯდეს ციხეში. სახელმწიფომ თვითონ გადაწყვიტოს. სინოდმა იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ მამა გიორგი არ უნდა იჯდეს ციხეში.

2 დეკემბერს ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ პრეზიდენტზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია უარყო. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით არსებული ყველანაირი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტზე სხვადასხვა მიმართულებით ზეწოლა მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება და მსჯავრდებულთა საქმეების განხილვა მიმდინარეობს შეწყალების ახალი წესის შესაბამისად.

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო. 2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე დეკანოზის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა