თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

ლარი გამყარდა - ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 5 დეკემბრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9573 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.9627 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0054-ით გამყარდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2746 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2800 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0054-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.8572 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.8441 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0131-ით გაუფასურდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა