თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

"მე ვარ ჟურნალისტი, არა მსახიობი" - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა აქცია გამართეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის შენობასთან აქცია გაიმართა. ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ახალი დირექტორის ქმედებები ეწინააღმდეგება მედია სტანდარტებს.

"ბატონ დირექტორს ვთხოვთ, შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია. ასევე ვთხოვთ იმ პირებს, ვინც მხარი დაუჭირა გიორგი კოხრეიძეს და მათ, ვინც მისი არჩევის შესაძლებლობა მისცა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ მრჩევლებს, გაიზიარონ პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებზე" - განაცხადა ჟურნალისტმა თეონა თურმანიძემ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა