თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

"ოცნების" დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ახალგაზრდობის შესახებ წიგნი გამოვიდა

,,ტკბილად მოსაგონარი" - ასე ქვია წიგნს, რომელიც მწერალმა ცირა მგალობლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოსცა. მონოგრაფია 1963 წელს, გორის მეოთხე სკოლის კურსდამთავრებულებს ეხება.

ამ კლასის წევრი იყო იოსებ (სოსო) მაკრახიძე, რომელიც დღეს გორის მაჟორიტარი დეპუტატია.

მაკრახიძე დაიბადა 1945 წლის 2 ნოემბერს, მაშინ როდესაც მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო. მშობლებმა მას სოსო დაარქვეს. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირს იოსებ (სოსო) სტალინი (ჯუღაშვილი) მართავდა.

წიგნში მოთხრობილია იოსებ მაკრახიძის სასკოლო პერიოდის ცხოვრების შესახებ. ასევე, სტუდენტობის შემდეგ, რუსეთის ქალაქ ვოლოგდაში აშენებული ქარხნის თაობაზე.

დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი გზათა მიმოსვლის ინჟინრის სპეციალობით. მუშაობა დაიწყო მე-3 სამშენებლო ტრესტში, შემდეგ იყო ქარელის #32 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი.

1975-1978 წლებში ქართველებმა (#3 სამშენებლო ტრესტის წარმომადგენლებმა) რუსეთის ქალაქ ვოლოგდაში ააშენეს ხის დამამუშავებელი ქარხანა. სოსო იქ უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი იყო.

გაზეთი კომუნისტი 1977 წელს წერდა: ,,ამ ახალგაზრდა ინჟინერმა არ იცის, რა არის დაღლა. ყოველ დღე პირველი მოდის კომბინატში და უკანასკნელი ტოვებს მას...არ გვინახავს ხმა აემაღლებინოს, არ გვინახავს განერვიულებული და აწრიალებული, ყოველთვის დინჯია, გულისხმიერი" - ციტატის დასასრული.

მაკრახიძე საქართველოს პარლამენტის წევრია 2016 წლიდან. მან 90-იან წლებში, ყოფილი საბჭოთა წარმოების ბაზაზე, დააფუძნა ასფალტბეტონის წარმოების ქარხანა - ,,იბოლია"; მისმა კომპანიამ წარმატებას ჯერ კიდევ 2000-იან წლებში მიაღწია, როდესაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, გორში ახალი გზების დაგება დაიწყო.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა