თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

რა იქნება 2020 წლის მთავარი კოსმოსური მოვლენები

2020 წელს კოსმოსის მოყვარულებისთვის სასიამოვნო წელი იქნება, იმიტომ რომ რამდენიმე ასტრონომიული მოვლენის ნახვას შეძლებენ. მზის დაბნელება 2020 წელს ორჯერ იქნება, ერთხელ ნახევრად - 21 ივნისს, ხოლო 14 დეკემბერს მზის სრულ დაბნელებას უნდა ველოდოთ. რაც შეეხება მთვარეს შემდეგ წელს მთვარის ოთხი დაბნელებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ Deutsche Welle-ს რუსული გამოცემა წერს.

მთელი წლის განმავლობაში, დედამიწიდან შესაძლებელი იქნება მზის სისტემის სხვადასხვა პლანეტის ნახვა. გაზაფხულზე, საღამოს საათებში ადამიანები ვენერას ხილვას შეძლებენ, რომელიც მზისა და მთვარის შემდეგ ყველაზე კაშკაშაა, ის კარგი ამინდის პირობებში დღისითაც გამოჩნდება. აპრილის ბოლოს ვენერა სიკაშკაშის მაქსიმუმს მიაღწევს და მაისის ბოლომდე "სცენას დატოვებს", თუმცა ივნისის დასასრულს გამთენიისას ისევ იქნება მისი დანახვა შესაძლებელი. ვენერა განსაკუთრებით კაშკაშა და მკვეთრი 10 ივლისს იქნება, ამის შემდეგ კი ის წლის ბოლომდე დარჩება დილის "ვარსკვლავად".

მარსის ნახვა შესაძლებელი იქნება წლის დასაწყისში დილის საათებში, ხოლო ივნისიდან - ღამის მეორე ნახევარში. წითელი პლანეტა განსაკუთრებით შესამჩნევი შემოდგომას იქნება: 14 ოქტომბერს მარსის ხილვას ადამიანები მთელი ღამის განმავლობაში შეძლებენ. ოქტომბრის პირველ კვირაში მარსი განსაკუთრებით დაუახლოვდება დედამიწას - ორ პლანეტას შორის მანძილი მხოლოდ 62 მილიონი კილომეტრი იქნება.

იუპიტერი და სატურნი ცაზე გაზაფხულზე გამოჩნდებიან. თავდაპირველად მათზე დაკვირვება დილით იქნება შესაძლებელი, ივლისის ჩათვლით კი ორი გიგანტი პლანეტა მთელი ღამის განმავლობაში გამოჩნდება ცაზე. 2020 წლის 21 დეკემბერს პლანეტები იმდენად დაუახლოვდებიან ერთმანეთს, რომ დედამიწიდან ისინი ერთიან ვარსკვლავად გამოჩნდებიან.

მოუხელთებელი მერკური დედამიწაზე 2020 წელს სულ რამდენჯერმე გამოჩნდება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ვარსკვლავების ცვენის დროს სურვილების ჩაფიქრების მოყვარულმა ადამიანებმა განსაკუთრებით უნდა ადევნონ თვალი 2020 წლის აგვისტოს და ნოემბრის ცას.

სხვა კალენდარულ ფაქტებს რაც შეეხება, 2020 წლის 5 იანვრის დილას, დედამიწა წამში 30 კილომეტრი სიჩქარით იმოძრავებს რაც ნიშნავს - მაქსიმალურად მიუახლოვდება მზეს. პერიჰელიონის დროს დედამიწასა და მზეს შორის მანძილი 147,09 მილიონი კილომეტრი იქნება, რაც საშუალოდ არსებულ მანძილზე 2.5 მილიონი კილომეტრით ნაკლებია.

ასტრონომიულად გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი დაიწყება 20 მარტს, 20 ივნისს, 22 სექტემბერს და 21 დეკემბერს.

2020 წელს თებერვალი 28 დღის ნაცვლად 29-დღიანი იქნება, შესაბამისად 2020 წელს დღეების რაოდენობა 366-ით განისაზღვრა.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა