თეგებით ძიება
05. 12. 2019 News-ები

"მასწავლებელმა მე-3 კლასელს თმა ამოგლიჯა..." - რა მოხდა ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში

"მოვიდა ბავშვი გაკვეთილების შემდეგ, დადო თმა მაგიდაზე და აქვითინდა"

ქუთაისის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელს მე-3 კლასის მოსწავლის მშობელი ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ინფორმაციას ამის შესახებ Edu.Aris.Ge ავრცელებს.

„მოვიდა ბავშვი გაკვეთილების შემდეგ. დადო თმა მაგიდაზე და აქვითინდა. თქვა რომ რვეულში ფურცელი გაუთავდა და ამის გამო მასწავლებელმა თმა ამოგლიჯა. მე უკვე გავგზავნე წერილები განათლების სამინისტროსა და შსს-ში, ასევე მივმართე სახალხო დამცველს. ვფიქრობ ფაქტს რეაგირება ექნება“, – აცხადებს მოსწავლის მშობელი, რომელიც ფოტოს აქვეყნებს.

თავად პედაგოგი, თამარ კუხიანიძე ბავშვზე ძალადობის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ მოსწავლეს უბრალოდ უსაყვედურა თუ რატომ არ წერდა რვეულში. სააგენტო N3 საჯარო სკოლის დირექტორს, თამაზ ჭაბუკიანს დაუკავშირდა. როგორც მან განაცხადა, საკითხს ამ ეტაპზე სკოლაში იკვლევენ და აღნიშნულზე ადმინისტრაცია და დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა