თეგებით ძიება
05. 12. 2019 News-ები

როგორ აღმოჩნდა ნარკოტიკი დაკავებული ბერის სახლში - რას აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არ არის.
როგორც "ნიუპოსტს" საპატრიარქოს პრეს-მდივანმა განუცხადა, ისინი გამოძიების შედეგებს დაელოდებიან.

მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელიდან გაგო, სადაც მისივე თქმით, ითქვა, რომ სასულიერო პირის მამამ ამანათი მიიღო, სადაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა.

„ვიცი, რომ დაკავებულია. ეს ადამიანი არ ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას, არ არის მის იურიდიქციაში. აღიკვეცა საქართველოს ფარგლებს გარეთ. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი ცხოვრობდა საკუთარ სახლში. ისე როგორც ერის ხალხი ცხოვრობს. არ ყოფილა მონასტერში.

დაკავების დეტალები არ ვიცი. განცხადება შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ. მე რაც ვიცი, ისიც გავრცელებული ინფორმაციაა, რომ ამ ადამიანის მამამ ამანათი მიიღო, სადაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა“- განაცხადა ჯაღმაიძემ.

32 წლის ბერ-მონაზონი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ზუგდიდში დააკავეს. მამა სვიმონ ქავთარაძეს ბრალს აღიარებს.

ადვოკატი კი ეჭვობს, რომ სასულიერო პირმა დანაშაული საკუთარ თავზე აიღო. მასთან ერთად დაკავებულია ასევე ახალგაზრდა მამაკაცი.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა