თეგებით ძიება
05. 12. 2019 News-ები

ტყუილები რომელსაც მამაკაცები პრეზერვატივის თავიდან ასარიდებლად ამბობენ

გთავაზობთ იმ ტყუილების ჩამონათვალს, რომლებსაც მამაკაცები ხშირად ამბობენ. იყენებს ამ ჩამონათვალიდან რომელიმეს თქვენი პარტნიორი? დაფიქრდით, იქნებ მისი მიზანიც სექსით პრეზერვატივის გარეშე დაკავებაა!

1. "აბებს ვიყენებ"- მამაკაცების უმრავლესობა, ხშირად ამბობს, რომ წინასწარი პროფელაქტიკის მიზნით აბებს იყენებს. კერძოდ, მართლაც არსებობს პრეპარატი, რომელსაც მამაკაცები სხვადასხვა ვირუსული და ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, სექსუალურ აქტამდე სვამენ. ექიმებისა და პროფესორების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ეს პრეფარატები უსაფრთხო და ეფექტურია. თუმცა, ისიც უნდა იცოდეთ, რომ ალბათობა ძალიან ცოტაა თქვენი პარტნიორის ნათქვამი სიმართლეს შეესაბამებოდეს!

2. "უი, პრეზერვატივის ყიდვა დამავიწყდა!"- რა შეიძლება მოიტყუო ამაზე ჭკვიანური? როცა ორივე პარტნიორი აღგზნებულია, ორივეს სურს სექსით დაკავდეს, მამაკაცი მარტივად იტყუება, რომ პრეზერვატივის ყიდვა, უბრალოდ დაავიწყდა! ესეც ასე, მიზანი მიღწეულია!

3. "არაფერი მჭირს, ყველაფრისგან სუფთა ვარ!"- შესაძლოა ასეც იყოს, თუმცა ამის გარანტიები, უბრალოდ, არ არსებობს! შესაბამისად, არც თქვენ ხართ ვალდებული მას პირველივე სიტყვაზე ენდოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იგი თქვენი სტაბილური პარტნიორი არ არის და უბრალოდ უთხრათ, რომ არ ენდობით და არ გჯერათ მისი!

4. "მოიცა, არ მენდობი?"- ოჰ, ეს მამაკაცები! როგორ უყვართ ემოციებზე თამაში! მარტივად შეგიძლიათ უთხრათ, რომ საუკეთესო მეგობარსაც კი არ მიენდობოდით ისე, რომ მასთან დაუცველი სექსი გქონოდათ.

5. "არ მერგება, პატარაა"- რა გაეწყობა, ან სხვა დროისთვის უნდა გადადოთ ან იმით სცადოთ, რაც გაქვთ!

წყარო: digest.pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა