თეგებით ძიება
05. 12. 2019 News-ები

საფრანგეთში მილიონობით ადამიანი საპროტესტო აქციას უერთდება-პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი

პარიზში საყოველთაო გაფიცვების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი პარალიზებულია, არ მუშაობს მეტრო და რკინიგზის სადგურები. ინფორმაციას ავრცელებს REUTERS-ი.

ტრანსპორტის მინისტრის, ჯინ ბაპტისტ ჯებარის თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა იქნება პარალიზებული დღეს, ხვალ და სავარაუდოდ მთელი კვირის განმავლობაში.

აღნიშნული გაფიცვა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბისაა.

გაფიცულთა შორის არიან საშუალო და დაწყებითი სკოლის თითქმის ნახევარი, რომელთაც შეურთდან აგრეთვე სასწრაფო დახმარების მომსახურე პერსონალიც. სატრანსპორტო პროპკავშირები არ ასახელებენ თარიღს თუ რა დრომდე გაგრძელდება საპროტესტო აქციები.

მოსახლეობა მთავრობის მიერ საპენსიო რეფორმას აპროტესტებს, რომელიც ქულათა სისტემის შემოღებას გულისხმობს და დასაქმებულთა პენსიაზე გასვლის ასაკის მატებას, ან შემცირებულ პენსიას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, რომ ათასობით ანარქისტი ყვითელი ჟილეტი მომიტინგის მსვლელობაა ნავარაუდები. მინისტრმა რომ მარშრუტის გასწვრივ მდებარე მაღაზიების მფლობელებს სავაჭრო ობიექტების დახურვისკენ მოუწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე ღონისძიებათა პარალელურად 6000 პოლიციელი იქნება მობილიზებული პარიზის ქუჩებში, მათ შორის ათობით სწრაფი რეაგირების ოფიცერი.

საპროტესტო აქციები იმართება ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქებში, პარიზში, ლიონში, მარსელში და ტულუზაში.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა