თეგებით ძიება
05. 12. 2019 News-ები

ათონში მოღვაწე ბერს ჩანთიდან 14,5 გრამი მეტადონი ამოიღეს - რას წერს სასლიერო პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში

"ნიუპოსტმა" რეზონანსული საქმის ირგვლივ ახალი და სკანდალური დეტალების მოპოვება შეძლო - დაკავებულს ძმა ასევე ზუგდიდში მოღვაწე დეკანოზის გიორგი ქავთარაძის ძმაა.
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერი, გიგა ქავთარაძე ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. სასულიერო პირი დუმილის უფლებას იყენებს.
"ნიუპოსტმა" კი რეზონანსული საქმის შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევა შეძლო - კერძოდ, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქავთარაძემ პოლიციას აღიარებითი ჩვენება მისცა, სადაც მიუთითა რომ საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი - რომან მალანია უდანაშაულოა.

ბერი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში წერს, რომ ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს მას ეკუთვნის.

"ჩანთა რომელშიც ნარკოტიკული საშუალებები იყო მოთავსებული, მე გადავეცი მიალანიას. თბილისში გავატანე, მეორე დღეს უნდა ჩავსულიყავი დედაქალაქში და ამეღო ჩანთა"- გვიყვება წყარო, რომელიც ქავთარაძის ჩვენებას გაეცნო.

მსაგავსი ჩვენების არსებობას ადასტურებს ბრალდებულის ადვოკატი ჯიტა გულუა.

"ნიუპოსტთან" საუბრისას უფლებადამცველი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიგა ქავთარაძე ალკოდამოკიდებულია.

ცნობილია, რომ ქავთარაძე ათონის მთაზე 6 წელის განმავლობაში იმყოფებოდა, ის საქართველოში 8 თვის წინ ჩამოვიდა და ზუგდიდში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა.

"ნიუპოსტმა" დღეს დილით გაარკვია, რომ ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ბერმონაზონი ათონის მთაზე მოღვაწე 32 წლის მამა სვიმონ (გიგა) ქავთარაძეა. ესუკანასკნელი 14 წელის წინ აღიკვეცა.

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულს ძმა ასევე ზუგდიდში მოღვაწე დეკანოზის გიორგი ქავთარაძის ძმაა.

"ნიუპოსტის" წყაროს ცნობით, ჩანთიდან რომელიც სავარაუდოდ სასულიერო პირს ეკუთვნის, პოლიციამ გაჩხრიკეს და ნარკოტიკული საშუალება, 14,5 გრამი მეტადონი ამოიღო.

თავდაპირველად სამართალდამცავებმა მალანია დააკავეს, თუმცა მას შემდეგ რაც ბერი საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში და ჩვენება მისცა სასამართლომ მალანიას 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა