თეგებით ძიება
05. 12. 2019 News-ები

ესტონეთში სანქციების გამო რუსული პროპაგანდისტული მედიის ოფისი დახურეს

უსული პროპაგანდისტული მედიის RUSSIA TODAY-ის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების ფონზე, სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი მედია-პორტალი “SPUTNIK“-ი იძულებულია ესტონეთის დედაქალაქი, ტალინი დატოვოს, რის მიზეზსაც ბანკების მიერ ზემოხსენებული მედიისთვის სახელფასო ანგარიშების გახსნაზე უარყოფითი პასუხი წარმოადგენს.

RUSSIA TODAY-ის თქმით, ტალინში გაქირავებული ოფისის მეპატრონემ კომპანიას მიაწოდა ინფორმაცია კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ.

2019 წლის ოქტომბრის ბოლოს, ესტონეთის უცხოური ბანკების ფილიალებმა გაყინეს ის საბანკო გადარიცხვები, რომლებიც იხდიდნენ მედია სააგენტოს „RUSSIA TODAY”-ის საოფისე ფართის ანაზღაურებას, გადასახადებს და ქირას, "- ნათქვამია საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსულ პროპაგანდისტულ მედიას აგრეთვე აეკრძალება გაყინული თანხა უკან დაიბრუნოს.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა