თეგებით ძიება
05. 12. 2019 News-ები

მავრიტანიაში მიგრანტთა გემი ამოყირავდა- ათეულობით დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან

58 ადამიანი, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით დაიღუპა ატლანტის ოკეანეში აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნის , მავრიტანიის სანაპიროსთან, რა დროსაც მიგრანტებით დატივრთული ნავი ამოყირავდა. ინფორმაციას ავრცელებს AL JAZEERA.

მიგრანტები სახიფათო გზის გავლით ცდილობდნენ სამუშაო ადგილების მოსაპოვებლად ევროპაში ჩასვლას.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, ნავში 150 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 83-მა მათგანმა მოახერხა ნაპირამდე მიცურვა. გადარჩენილებს პირველადი დახმარება მავრიტანიის ხელისუფლებამ აღოუჩინა. გადარჩენილების თქმით, ნავმა 27 ნოემბერს დატოვა გამბიის ტერიტორიული წყლები. სატრანსპორტო კატარღის ამოყირავების მიზეზად დასახელდა მისი ტექნიკური გაუმართაობა და გადატვირთვა მგზავრთა ჭარბი რაოდენობის გამო.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა