თეგებით ძიება
05. 12. 2019 News-ები

90-წამიანი ფილმების კონკურსში „16 წლის ცოლებმა“ გაიმარჯვა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე 90-წამიანი ფილმების კონკურსის DepicT-ის გამარჯვებულები დასახელდნენ.

კონკურსის მიზანს წარმოადგენდა ორიგინალური ხედვის მქონე ახალბედა რეჟისორების აღმოჩენა. ფილმების კონკურსი ბრისტოლის კინოფესტივალისა და ბრიტანეთის საბჭოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.

შორთლისთში მოხვედრილი 30 ფილმიდან სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა. პირველი ადგილი გულგუნ მემედხანოვას ფილმს - „16 წლის ცოლებს“ ერგო. ფილმის ავტორი ასევე მარნეულში ჯიპას, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, მედია ლაბის პროგრამის მონაწილე და გამარჯვებულია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებითა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

მან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში უფასოდ სწავლის შესაძლებლობა მოიპოვა. 90-წამიანი ფილმის ნამდვილი გმირები, ღამის სოფლის ვიდეოკადრის ფონზე, საკუთარი ნაადრევი გათხოვების ისტორიას ჩურჩულით ჰყვებიან.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა