თეგებით ძიება
05. 12. 2019 News-ები

პოლიციელების ძალადობა 26 წლის ბიჭზე - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

26 წლის ტარიელ შეითნიშვილი ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლებს ძალადობასა და ცემაში ადანაშაულებს.

როგორც "ნიუპოსტს" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს, შეითნიშვილზე შესაძლო ძალადობაზე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე“.

მათივე ცნობით, ამჟამად ტარდება „საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“ საქართველოს სსკ-ს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

დაზარალებულმა აღნიშნულის შესახებ, სოციალურ ქსელში 1 დეკემბერს დაწერა და ფოტოები გამოქვეყნა, სადაც მას დაზიანებები აღენიშნება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა