თეგებით ძიება
05. 12. 2019 News-ები

როგორ მოვიშოროთ ცხიმი ზურგიდან? 4 მარტივი ვარჯიში, რომელიც მხოლოდ 10 წუთს წაგართმევთ!

ჭარბი ცხიმი დუნდულების, ზურგისა და იღლიების მიდამოებში, ნებისმიერ ზაფხულის ჩაცმულობის სტილს აფუჭებს. ეს ყველაფერი კი ჩვენს ნერვებზე მოქმედებს და თვითშეფასებას დაბლა წევს.

როგორ მოვიშოროთ ცხიმები ზურგიდან?

წარმოგიდგენთ 4 ვარჯიშს, რომელიც ყოველდღიურად უნდა შეასრულოთ:

1. დადექით სწორად, ხელები ქვევით გქონდეთ ჩამოშვებული. შემდეგ ნელ-ნელა აწიეთ ხელები მაღლა და დადექით ფეხის წვერებზე. გაიმეორეთ რვაჯერ.


2. ფეხები განზე გადგით და მუხლებთან მოხარეთ. წინ წაიწიეთ, ხელები იატაკისკენ მიმართეთ. მუხლების მოხრასთან ერთად ხელები აწიეთ მაღლა. გაიმეორეთ 10-ჯერ.


3. დადექით სწორად, ხელები მკერდის პირდაპირ გეჭიროთ, იდაყვები მოხარეთ, მუშტები შეკარით. შეაერთეთ და ისე დააშორეთ ხელები ერთმანეთს, რომ მათი გულები ერთმანეთ შეეხოს. გაიმეორეთ 10-ჯერ.


4. დადექით სწორად, ხელები მკერდის წინ გაწიეთ, შეასრულეთ ისეთი მოძრაობა, თითქოს ცურავთ და თქვენ წინ წყალია. გაიმეორეთ 10-ჯერ.


ცხიმისდამწველი ეს ვარჯიშები მარტივად შესასრულებელია და მხოლოდ 10 წუთს წაგართმევთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა