თეგებით ძიება
05. 12. 2019 News-ები

5 მიზეზი იმის, თუ რატომ უნდა შევამციროთ ალკოჰოლის მიღება!

ალკოჰოლიზმი საშინელი დაავადებაა. 16.3 მილიონი ადამიანი ამით არის ავად. ეს კი მხოლოდ იმ ადამიანთა რიცხვია, რომელსაც დიაგნოზი დაუსვეს. ზოგადად კი უამრავი ადამიანი ამ დაავადებასთა ერთად ცხოვრობს.

მძიმე სმა განიმარტება, როგორც კაცებისთვის კვირაში 14 სასმელზე მეტის დალევა და ქალებისთვის – 7-ზე მეტის.

მოგეჩვენებათ, რომ თითქოს ეს არც თუ ისე ბევრია.

მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ 4 იმ ადამიანიდან, რომელიც ამდენ ალკოჰოლ სვამს, ერთი მიდრეკილია ალკოჰოლისკენ.

აი 5 მიზეზი იმისა, რომ თქვენ აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ ალკოჰოლის მიღება.

1. გიფიქრიათ სმის შემცირებაზე


ალკოჰოლიკებისთვის ცნობილია ის გზები, რომლითაც ყოველ დალევას მიზეზს უძებნიან. მეორე დღეს კი იმაზე ფიქრობენ, რომ ამდენს აღარ დალევენ.

2. სტრესის მოსახსნელად დალევა პირველი ვარიანტია


ალკოჰოლი დეპრესანტია. თუ ხშირად სვამთ, თქვენთვის ნაცნობი იქნება ის გრძნობა, რომ მას ხშირად დაღლილობისა და დეპრესიის წინააღმდეგაც იყენებთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არაჯანსაღად ხართ სასმელზე დამოკიდებული.

3. ალკოჰოლის გულისთვის, სხვა აქტივობებზე უარს ამბობთ.


თუ ალკოჰოლი თქვენი ინტერესების, ჰობის ადგილს იკავებს, ეს გამაფრთხილებელი ნიშანია. მეორე მხრივ კი თქვენ გგონიათ, რომ ვერ დაკავდებით საყვარელი ჰობით ალკოჰოლის გარეშე.

4. დამწუხრებული ხართ თქვენს წონაზე


წონის დაკლება გსურთ? იცოდით, რომ დღეში ალკოჰოლის რამდენიმე ჭიქა ათასობით კალორიას გმატებთ? თუ კალორიების შემცირება გინდათ, შეამცირეთ ალკოჰოლიც.

5. გგონიათ, რომ რაღაც დაკარგეთ


თქვენი ახლანდელი ცხოვრება მხიარულია. ალკოჰოლით ყველა პრობლემას შეგიძლიათ გაექცეთ. მაგრამ, საბოლოოდ, ხვდებით, რომ ცხოვრებაში რაღაც გაკლიათ.

იქნებ ჯობს, ალკოჰოლის სმა შეამციროთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა