თეგებით ძიება
05. 12. 2019 News-ები

რუსული S7 Space სარაკეტო კოსმოსურ კომპლექსს აშშ-დან შორეულ აღმოსავლეთში გადაიტანს

რუსული S7 Space-ი სარაკეტო კოსმოსურ კომპლექსს Sea Launch-ს აშშ-დან შორეულ აღმოსავლეთში გადაიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

S7 Space-ში აცხადებენ, რომ მცურავი კოსმოდრომის დისლოკაციის გეგმაზე თანხმობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გასცა.

კომპლექსს შორეულ აღმოსავლეთში 2020 წელს გადაიტანენ და Sea Launch-ი დროებით სლავიანკას პორტში განთავსდება.

მცურავი კოსმოსური მოედნიდან, რომელიც ამ დროისთვის წყნარ ოკეანეში მდებარეობს, შესაძლებელია ეკვატორიდან სატვირთო კოსმოსური რაკეტების გაშვება და ამ პროცესში დედამიწის ბრუნვის ეფექტურად გამოყენება.

მთავარი მოედანი განთავსებულია ლონგ-ბიჩის პორტში. S7 Space-მა სარაკეტო კოსმოსური კომპლექსიდან პირველი გაშვება 2017 წელს განახორციელა და მაშინ ორბიტაზე ანგოლური თანამგზავრი Angosat-1 გააგზავნეს, რომელთან კომუნიკაციაც გაშვების შემდეგ შეწყდა.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა