თეგებით ძიება
06. 12. 2019 News-ები

ავტომობილის რა სიჩქარით მოძრაობა ჩაითვლება სიჩქარის გადაჭარბებად - კანონში ცვლილების შეტანა და რეგულაციების გამკაცრება იგეგმება

სიჩქარის გადაჭარბებაზე რეგულაციები მკაცრდება.

აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება.

კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ცვლილების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებად ჩაითვლება არა 15კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა (როგორც დღეს), არამედ 10 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა.

ამასთან, იზრდება ჯარიმებიც. კერძოდ, სიჩქარის 40 კმ/სთ-მდე გადაჭარბებაზე ფულადი სანქცია - არსებული 50 ლარის ნაცვლად, 150 ლარი, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებაზე ჯარიმა - 150-ის 250 ლარი იქნება.

„იურიდიული პირს კი, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გადაჭარბების ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას დაეკისრება შესაბამისი ჯარიმის ორმაგი ოდენობა,“-ვკითხულობთ მომზადებულ კანონპროექტში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოქმედი რედაქციით, სიჩქარის გადაჭარბება, რომელიც ფოტო/ვიდეო ფირზე ფიქსირდება არ ითვალისწინებს მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულის დაკლებას, ახალი პროექტის მიხედვით კი აღნიშნულ დარღვევას მიენიჭება ქულა. კერძოდ:

10 კმ/სთ-ზე მეტი და 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება - მინუს 10 ქულა და 150 ლარიანი ჯარიმა იქნება;

40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება კი - მინუს 20 ქულა და 250 ლარიანი სანქცია იქნება.

„ამავდროულად გათვალისწინებულია მესაკუთრის უფლება, სამართალდარღვევის ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებისას უფლებამოსილ პირის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც წერილობითი ახსნა-განმარტებით დაადასტურებს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თავად გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს სამართალდარღვევის უშუალოდ ჩამდენ პირს,“-ვკითხულობთ პროექტში.

წყარო: Bpn.ge



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა