თეგებით ძიება
06. 12. 2019 News-ები

აშშ ახლო აღმოსავლეთში 7000 ჯარისკაცს და სამხედრო ტექნიკას აგზავნის

პენტაგონი განიხილავს საკითხს ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ათასი ჯარისკაცის გაგზავნასთან დაკავშირებით, რათა გააძლიეროს რეგიონში მისი კონტიგენტის და მოკავშირე ქვეყნების ანტი-საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლო რეგიონში ირანიდან მომავალი საფრთხის მომძლავრების ფონზე იქნა მიღებული- ირანის ხელისუფლებას ერაყში საიდუმლოდ მოკლე მანძილზე ბალისტიკური რაკეტები შეაქვს გამალებულად საკუთარი სამხედრო ძალების აღსაჭურვად.

ამერიკის თავდაცვის უწყებაში განიხილება 4000-იდან 7000-მდე სამხედროს გაგზავნა ახლო აღმოსავლეთში. ამის შესახებ წერს CNN.

გამოცემაში აღნიშნულია, რომ რაკეტები საფრთხეს უქმნის ამერიკულ სამხედრო ძალებსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებსაც, რის გამოც იგეგმება საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა