თეგებით ძიება
06. 12. 2019 News-ები

არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს კითხვას — შეაგინა თუ არა ბიძინა ივანიშვილს

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს კითხვას — შეაგინა თუ არა პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვლს. ამის შესახებ კითხვა თალაკვაძეს გურია TV -ის ეთერში სტუმრობისას დაუსვეს.

"კარგით ახლა, რას ამბოთ... სხვა კითხვები თუ დაგრჩათ", — უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტს და "სერიოზულ თემებზე" საუბარი ითხოვა.

რამდენიმე დღის წინ მთავარმა არხმა და ფორმულამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ არჩილ თალაკვაძე იტალიაში, კომოს ტბაზე ისვენებდა. ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღესვე მან თავისი ოფისიდან ვიდეო ჩაწერა და ამ ინფორმაციას ფეიკნიუსი უწოდა. ამავე პერიოდში გავრცელდა ინფორამაციაც, რომ იტალიიდან დაბრუნებისას თალაკვაძე სტამბულის აეროპორტში დააფიქსირეს, რა დროსაც ის ტელეფონზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილს აგინებდა.


წყარო:On.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა