თეგებით ძიება
06. 12. 2019 News-ები

"არც გერმანული, არც ფრანგული, ახალ მოდელს ვეღარ მივიღებთ" - ენძელა მაჭავარიანი

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
სხდომაზე შესვლამდე " ქართული ოცნების" დეპუტატმა, ენძელა მაჭავარიანმა განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ, შერეული სისტემით ჩატარდება.

"არც გერმანული, არც ფრანგული, ახალ მოდელს ვეღარ მივიღებთ, უნდა შევეგუოთ, რომ არჩევნები შერეული იქნება. პროპორციულ სისტემას მხარი დავუჭირე იმიტომ, რომ ეს ხალხის მოთხოვნა იყო. მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით არ მიმაჩნია, რომ უნდა იყოს არჩევნები. ჩვენ ვართ სამხარეო სისტემის ქვეყანა და სასურველია, ორივე იყოს, პროპორიცულიც და მაჟორიტარულიც" - აღნიშნა ენძელა მაჭავარიანმა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა