თეგებით ძიება
06. 12. 2019 News-ები

პროკურორი: ნიკა გვარამია დაიკითხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც გრიფი საიდუმლო ადევს

„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განუცხადა.

„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე ნიკა გვარამია მოწმის სახით დაიკითხება პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე. რაც შეეხება დაკითხვას, აღნიშნულს განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი, შესაბამისად, მის მიერ მოხდება კითხვების დასმა. ნიკა გვარამია დაიკითხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ადევს გრიფი საიდუმლო, შესაბამისად, საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა ელიზბარ გოზალიშვილმა.



წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა