თეგებით ძიება
06. 12. 2019 News-ები

"ველოდებით რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებენ" - საგარეო საქმეთა მინისტრი

"გარკვეული პოზიტიური ნიშნები არსებობს"

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, მიროსლავ ლაიჩაკს შეხვედა.

მისი თქმით, ოკუპანტების მიერ გატაცებული ვაჟა გაფრინაშვილის საქმეზე გარკვეული პოზიტიური ნიშნები არსებობს, რაც იმედს აძლევს მას, რომ ექიმი მალე გათავისუფლდება.

"გარკვეული პოზიტიური ნიშნები არსებობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე უნდა გათავისუფლდეს. ველოდებით, რომ ეს ძალიან მალე და სწრაფად მოხდება. რამდენიმე წუთის წინ დავასრულე შეხვედრა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან. მიროსლავ ლაიჩაკთან ბატონი ვაჟას დაკავების პირველივე დღიდანვე მაქვს კონტაქტი და ისიც ყოველდღიურ რეჟიმში მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს. გარკვეული პოზიტიური ნიშნები არსებობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე უნდა გათავისუფლდეს. ველოდებით, რომ ეს ძალიან მალე და სწრაფად მოხდება. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ თავისუფალი გადაადგილება არის ის ფუნდამენტური უფლება, რომლის შეზღუდვის უფლება არავის აქვს" - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა