თეგებით ძიება
09. 12. 2019 News-ები

ეგვიპტეში აქტრაქციონის ჩამოვარდნის შედეგად 14 ბავშვი დაშავდა

ეგვიპტეში ატრაქციონიდან ჩამოვარდნის შედეგად 14-მა ბავშვმა ტრავმები მიიღო. შემთხვევა ელ-დაკაჰლიას პროვინციაში მდებარე პარკში „პარადაისი“ მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი წერს.

გავრცელებული ცნობით, 50 მოსწავლე პარკში სკოლის ორგანიზებით წაიყვანეს. 14 მოსწავლე ე.წ. „ამერიკულ მთებზე“ იყვნენ, როდესაც ატრაციონი ჩამოვარდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, 3 მოზარდს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ექიმების ცნობით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა