თეგებით ძიება
10. 12. 2019 News-ები

ფიზიკურად შეგვეხო და ყელის გამოჭრით დაგვემუქრა

დირექტორის მოადგილემ, ალეკო მაკრახიძემ ტელეკომპანია ,,მთავარის" და სააგენტო "ნიუპოსტის" ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც გიორგი ახალკაცი აცხადებს, კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, რომელიც მაჟორიტარ იოსებ მაკრახიძის ძმაა, მას და "მთავარის" ოპერატორს ქვა ესროლა, აგინა.
მაკრახიძის გაღიზიანება ჟურნალისტის კითხვამ გამოიწვია, რომელიც 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციას უკავშირდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია საჯარო მოხელეებს მოსახლეობის თბილისში ჩამოყვანას ავალებს და შესაბამის ინსტრუქციებსაც აძლევს. კითხვაზე, უწევდა თუ არა ორგანიზებას მაკრახიძე მოსახელობის აქციაზე ჩამოყვანას, კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ჟურნალისტს ქვები დაუშინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

,, მაჟორიტარ იოსებ მაკრახიძის ძმამ, მე და ჩემს ოპერატორს გვაგინა, ფიზიკურად შეგვეხო და ყელის გამოჭრით დაგვემუქრა." - აცხადებს გიორგი ახალკაცი.
ჩვენი ინფორმაციით, ალეკო მაკრახიძე აქტიურად იგებს ტენდერებს და გარდა საჯარო სამსახურისა, ბიზნესითაც არის დაკავებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა