თეგებით ძიება
10. 12. 2019 News-ები

ლადო მამას ხელში ჩააკვდა - ბიჭი ფილმიდან "კუკარაჩა“ ტრაგიკული ბედით

ალბათ ყველას გახსოვთ პატარა ბიჭი - თამაზი ფილმიდან "კუკარაჩა“, უფრო ზუსტად, მისი როლის შემსრულებელი ლადო ტატიშვილი. ლადო დღეს ცოცხალი აღარ არის.


ეკრანული დედის, დეიდა ანიკოს ერთადერთი ვაჟი ცხოვრებაშიც დედისერთა იყო და თავისი ასევე ერთადერთი ვაჟის, მისივე სეხნია ლადოს დაბადებასაც ვერ მოესწრო - საქართველოს სამოქალაქო ომში დაიღუპა.

გთავაზობთ ამონარიდს საარქივო ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალისტ ირმა ხარშილაძეს ეკუთვნის:

ჟურნალისტი წერს, რომ დედას შვილზე ლაპარაკი უმძიმდა და ამბობდა, რომ „ფიქრს რომ ვიწყებ, მერე ღამეებს ვათენებო“.

- საქართველოში სამოქალაქო ომი რომ მიმდინარეობდა, ლადო სწორედ მაშინ ამთავრებდა სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტს. 1992 წელს, თბილისის ბრძოლები რომ დასრულდა და დასავლეთ საქართველოსკენ გადაინაცვლეს, ლადომ თავის მეგობრებთან ერთად სამტრედიაში წასვლა მოინდომა. კინაღამ გავგიჟდი, ვკიოდი, არსად გაგიშვებ-მეთქი, მაგრამ რადგან არ იშლიდა, მეუღლემ დამამშვიდა, ჩემი მანქანით წავიყვან, გვერდით ვეყოლებიო. იქნებ, ამ მანქანით რომ არ ყოფილიყვნენ და სხვა ბიჭებთან ერთად წასულიყო, მათთვის არც ესროლათ.

ჩასვლისთანავე ქართველმა სნაიპერმა დაუცხრილა მანქანა. მერე კი ყვიროდნენ, გაჩერდითო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მხოლოდ ლადო დაიღუპა, ხელში ჩააკვდა მამას, რომელიც ასევე დაჭრილი იყო.

მეუღლე 5 თვის შემდეგ გარდაიცვალა. დილით ვიპოვე აქ, მისაღებ ოთახში, წაქცეული. 48 წლის გახლდათ. იმ პერიოდში ჩემი რძალი - ლადოს მეუღლე ფეხმძიმედ იყო მასზე. ახლა ჩემი შვილიშვილი მოსკოვში ცხოვრობს. თბილისში ჩამოდის ხოლმე.

[url=https://www.primetime.ge/news/1575873987-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D-%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%97]წაიკითხეთ სრულად[/url]


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა