თეგებით ძიება
10. 12. 2019 News-ები

"ხელისუფლება არა მხოლოდ თანამშრომლობს, არამედ მჭირდროდ დაკავშირებულია კრიმინალურ სამყაროსთან" - ნიკა მელია

ომბუდსმენის სკანდალურ დასკვნას მწვავე შეფასებები მოყვა ოპოზიციაში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას შეფასებით, კრიმინალური ავტორიტეტების პენიტენციურ დაწესებულებებში გააქტიურება პირველი შემთხვევა არ არის, რადგან ციხეების გარდა, სამართალდამცავი უწყებებიც იგივე მოქმედებებით სარგებლობენ.

"როდესაც ქვეყანას მართავს არაფორმალური მმართველი იქ ციხესაც მართავს არაფორმალური კრიმინალური მმართველები ავტორიტეტების სახით, როდესაც საარჩევნო უბნებთან ვხედავთ მოკრიმინალო ელემენტებს სუს-თან თანამშრომლობაში ეს ხომ შემთხვევით არ ხდება. ხელისუფლება სხვადასხვა დროსა და სივრცეში თანამშრომლობს კრიმინალურ სამყაროსთან, როდესაც გვაქვს შემთხვევები, რომ პოლიციელები აკავებენ მოქალაქეს და მას გადასცემენ კრიმინალებს და ეს კრიმინალები ამ მოქალაქეს კლავენ - რუსთავის შემთხვევა მაქვს მხედველობაში, დიახ, ხელისუფლება არა მხოლოდ თანამშრომლობს არამედ მჭირდროდ არის დაკავშირებული კრიმინალურ სამყაროსთან" - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურება ორგანიზებული დანაშაულია, რომლის მთავარი სათავე მთავრობაა.

"მაყურებლების და ქურდების ინსტრიტუტი ვერ ჩამოყალიბდება მხოლოდ ციხის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ეს შეუძლებელია და აქ მინიმუმ ჩარტულია პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სუს-ი - ის უწყებები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ სჭირდებათ ოპერატიული ინფორმაცია, ვიღაცის მართვა, დაკაჩავება და შეგახსენებთ პატიმარ ბუდაღაშვილის საქმეს, რომელიც პირდაპირ იმ მოქმედებების მსხვერპლია, რომელიც ომბუდსმენმა აღწერა წლიურ მოხსენებაში, ეს არის ორგანიზებული დანაშაული, რომლის სათავე არის მთავრობა, რომელიც მთავარი რგოლის სათავეა" - აღნიშნა გიგი უგულავამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა