თეგებით ძიება
10. 12. 2019 News-ები

"შავი სამყაროს მიერ ციხის კონტროლი ხელისუფლების სტრატეგიული გეგმის ნაწილია" - ბაჩუკი ქარდავა ომბუდსმენის სკანდალურ დასკვნაზე

"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა, სახალხო დამცველის დასკვნას აფასებს.

ბაჩუკი ქარდავას თქმით, ხელისუფლება ცდილობს კრიმინალური ავტორიტეტების მეშვეობით მართოს ციხეები და ეს ყველაფერი საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც გამოჩნდა

„ყველასთვის ნათელია, რომ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი იყენებს კრიმინალს ჯერ კიდევ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩვენ ვაცხადებდით, რომ მოხდა ქვეყანაში ტოტალური ალიანსი დამნაშავე სამყაროსა და ხელისუფლებას შორის. ბუნებრივია, მისი გამოხატულება აუცილებლად აისახება ციხეებზე, ის რომ პენიტენციურ დაწესებულებებს აკონტროლებენ შავი სამყაროს წარმომდგენლები ეს ყველაფერი მომდინარეობს ხელისუფლების სტრატეგიული გეგმიდან და ყველაფერ ამაზე პასუხისმგებელია მმართველი გუნდი“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა