თეგებით ძიება
10. 12. 2019 News-ები

რა არის ინსულტი?

ინსულტი, იგივე თავის ტვინის ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა.

ტვინს, როგორც ყველა სხვა ორგანოს, ფუნქციონირებისთვის სჭირდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები, რომლის „ტრანსპორტირებასაც“ ორგანიზმში სისხლი უზრუნველყოფს. თუ სისხლის მიწოდება შეფერხებულია და უჯრედი ვერ იღებს საჭირო ნივთიერებებსა და ჟანგბადს, კვდომას იწყებს.

ინსულტი არის სასწრაფო სამედიცინო შემთხვევა და მნიშვნელოვანია მისი დროული მკურნალობა.

იმისათვის, რომ მოვახდინოთ ინსულტის იდენტიფიცირება, საჭიროა ვიცოდეთ მისი სიმპტომები.

პათოლოგიის სიმპტომებია:

• ცნობიერების დაქვეითება;

• პირღებინება;

• ძალის დაქვეითება კიდურებში;

• თავბრუსხვევა;

• თავის ტკივილი;

• მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;

• სახის ასიმეტრია;

• მეტყველების დარღვევა;

• დამბლა;

• სახის მიდამოს დაბუჟება;

• კიდურების დაბუჟება.

ინსულტის რა ტიპები არსებობს?

იშემიური ფორმა ვითარდება ტვინის სისხლძარღვების ემბოლიის, სპაზმის, თრომბოზის ან/და ათეროსკლეროზული ფოლაქით გამოწვეული სისხლის მიმოქცევის მკვეთრი დაქვეითების გამო, რომელსაც როგორც წესი ტვინის ქსოვილის შესაბამის უბანზე სისხლის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვება ხოლმე.

ჰემორაგიული ფორმა ტვინში განვითარებული სისხლჩაქცევაა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არტერიული წნევის მომატებისას ვითარდება. ამის ფონზე რომელიმე სისხლძარღვის კედელი ზიანდება და ვითარდება ტვინის ნივთიერებასა და მის გარსებში სისხლის ჩაქცევა. განვითარებულ არასახარბიელო მდგომარეობას ტვინის შესაბამისი უბნისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გაჩენა მოჰყვება.

განკურნებადია თუ არა ინსულტი და რომელ კლინიკას მივმართოთ?

დროული დიაგნოსტირებითა და სწორი მკურნალობით შესაძლებელია ინსულტის მკურნალობა.

ინსულტის განყოფილება, რომელიც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მდებარეობს, გამოირჩევა განსაკუთრებული შესაძლებლობებით. იგი აღჭურვილია ინსულტის მკურნალობისათვის საჭირო თანამედროვე დანადგარებით. კვალიფიციური ნეიროქირურგები და ნევროლოგები პაციენტებს ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებში დანერგილი მეთოდებით მკურნალობენ.

ინსულტის მართვის მიზნით კლინიკაში დანერგილია:

• მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაცია;

• ინსულტის განმეორების და ვასკულური პროცესის პრევენცია;

• სისხლის მიმოქცევის სისტემის აღმდგენი ღონისძიებები – თრომბოლიზისი და თრომბექტომია;

• ინსულტის შემდგომ დაზიანებული თავის ტვინის ქირურგიული მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით (ღია, ენდოვასკულური წესით);

• ჰემორაგიული ფორმის როგორც მედიკამენტური, ისე ქირურგიული მკურნალობა.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ყველა პაციენტისადმი იყენებენ ინდივიდუალურ მიდგომებს, რადგან რათა მაქსიმალურად ეფექტურად წარიმართოს მკურნალობის პროცესი.

მხოლოდ ინსულტის ცენტრში, დაავადების სამკურნალოდ იყენებენ ექსკლუზიურ მეთოდებს - თრობექტომიითა და სისტემური ვენური თრომბოლიზისით. მათი გამოყენება ხდება, როგორც კომბინირებულად, ასევე ცალ-ცალკე, დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე.

მსოფლიოში უამრავი კვლევა ტარდება ინსულტისა და მისი შედეგების გამოსაკვლევად. ისინი ცხადყოფს, რომ ყოველ 30 წუთში ამ პათოლოგიით დაავადებული ერთი ადამიანი მაინც იღუპება, ან უნარშეზღუდული რჩება. თუმცა, ხშირად მიზეზი არის არა ინსულტი, არამედ არასწორად დასმული დიაგნოზი და მკურნალობის შეუსაბამო მეთოდი. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სიმპტომების გამოჩენისთანავე პაციენტის გადაყვანა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, სადაც ყველანაირი რესურსია სწორი დიაგნოზის დასასმელად, როგორც ტექნოლოგიური, ასევე კვალიფიციური. დრო გადამწყეტი ფაქტორია ინსულტის სამკურნალოდ. ამიტომ თუ ეჭვი გაგიჩნდათ ამ პათოლოგიაზე, დროულად მიმართეთ ექიმს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა